მარკოიშვილი ევროლიგაზე - მანუჩარი მონაკოში იმუშავებს
საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი და ამჟამად მთავარი მწვრთნელი, მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 34 წლის სპეციალისტი ფრანგთა მთავარი მწვრთნელის, ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტი იქნება. "მონაკომ" წელს ევროლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აქედან გამომდინარე, მარკოიშვილი პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირზე მუშაობის გამოცდილებას შეიძენს. შეგახსენებთ, რომ მარკოიშვილი 2020 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტიც იყო.
"მიხარია, რომ მომეცა უნიკალური შანსი მემუშავა „მონაკოში“. გუნდთან ერთად ვარ წინასასეზონო მზადების დასაწყისიდან. მწვრთნელი ზვეზდან მიტროვიჩი და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მათგან ბევრს ვისწავლი და ვეცდები მაქსიმალურად დავეხმარო. ეს არის უნიკალური შანსი ვიმუშაო ევროპის მაღალი დონის მწვრთნელებთან, რომლებიც მზად არიან ყოველთვის გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება და კალათბურთის ხედვა," - ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" ოფიციალურ გვერდთან.✍️ renforce le staff de la #RocaTeam en qualité d’entraîneur assistant
Dans sa carrière de basketteur pro de 18 ans, l’ancien poste 2/3 géorgien est notamment passé par @GSBasketbol, @DackaBasket et @CSKAbasket
Welcome pic.twitter.com/smkcDJ1Qop— AS Monaco Basket (@ASMonaco_Basket) September 29, 2021