NBA-დან ევროლიგაში | კემბა უოკერი მონაკოში ითამაშებს
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
33 წლის ამერიკელი კალათბურთელი - კემბა უოკერი, NBA-დან კარიერას ევროლიგის ფრანგულ კლუბ "მონაკოში" გააგრძელებს.
33 წლის ძალიან გამოცდილ კალათბურთელს, NBA-ს 4 კლუბში აქვს ნათამაშები. უოკერი 2011-2019 წლებში "შარლოტ ჰორნეტსის" ღირსებას იცავდა. 2019-2021 წლებში "ბოსტონში" ირიცხებოდა, 2021-2022 წლებში "ნიუ-იორკ ნიქსში" თამაშობდა, ბოლოს კი "დალასის" ღირსებას იცავდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კემბას "ყველა ვარსკვლავის" (All-Star) მატჩში 4-ჯერ უთამაშია.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კემბა უოკერი საქართველოს ნაკრების ლეგენდარულ კალათბურთელთან - მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად იმუშავებს, რომელიც "მონაკოს" მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტია.