Belive

მარკანენი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"იუტა ჯაზისა" და ფინეთის საკალათბურთო ნაკრების ვარსკვლავი - ლაური მარკანენი, ფინეთში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის.

გავრცელებული ინფორმაციით, ოფსეზონზე მარკანენი შეერთებულ შტატებს დატოვებს და ფინეთში გაემგზავრება, რათა სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადოს.

"ეს სავალდებულოა - ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამავდროულად უსაზღვროდ ამაყი ვარ. ვფიქრობ, რომ ეს არის სამაგალითო ქმედება. დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია სავალდებულო სამსახურის გავლა ისე, რომ ეს არ იმოქმედებს ჩემს მომზადებასა და მომავალ სეზონზე", - მარკანენის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

ფინეთის კანონმდებლობის თანახმად, 30-წლამდე ყველა მამაკაცი ექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას. "იუტა ჯაზის" ვარსკვლავი კი მხოლოდ 25 წლისაა.

შეგახსენებთ, რომ მარკანენი არ არის ერთადერთი ცნობილი სპორტსმენი, რომელიც სამხედრო სამსახურს გაივლის. 2020 წელს, "ტოტენჰემისა" და სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი - სონი, სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. მარკანენის მსგავსად, სონიც დიდი სიამაყით მიუდგა აღნიშნულ საკითხს და მიუხედავად იმისა, რომ საპატიო მიზეზების გამო თავის არიდება შეეძლო, სამხედრო მომზადების კურსი მაინც გაიარა.

სხვა სტატიები