Belive

მამუკელაშვილს სათამაშო დრო კვლავ მიეცა - სან ანტონიომ ჰიუსტონი დაამარცხა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პრესეზონზე, "სან ანტონიოსა" და "ჰიუსტონის" დაპირისპირება გაიმართა. "AT&T Center"-ში გამართული მატჩი, "სპურსის" დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით 117:103 დასრულდა.

"სან ანტონიოს" რიგებში სანდრო მამუკელაშვილს მცირე სათამაშო დრო კვლავ მიეცა. პარკეტზე გატარებულ 7:31 წუთში, ქართველმა ფორვარდმა 4 ქულის, 1 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი დევინ ვასელი გახდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და "სპურსის" გამარჯვებასი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სხვა სტატიები