Diario SPORT: "ბარსელონა სანდრო მამუკელაშვილს უნდა დააკვირდეს"
ესპანური ყოველდღიური სპორტული გაზეთი Diario SPORTS წერს, რომ საკალათბურთო კლუბ "ბარსელონას" 4 ნომრის პოზიციაზე აუცილებელი შევსება სჭირდება და ამისთვის ქართველი კალათბურთელი იდეალური ვარიანტია. ბაზარზე არსებული სირთულეების გათვალისწინებით, ბარსა ყურადღებით უნდა დააკვირდეს NBA-ის გამოცდილების მქონე ძლიერ ფორვარდს, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და განიხილავს ევროპაში დაბრუნების შესაძლებლობას.
მამუკელაშვილი თავისი ორი მეტრითა და ექვსი სანტიმეტრი სიმაღლით არის ძალიან ძლიერი და ათლეტური "4" ნომერი, არის მოქნილი და დარბის პარკეტის ორივე მხარეს, კარგი სპორტული შესაძლებლობების წყალობით შეუძლია აგრესიულად დაასრულოს შეტევა (გააკეთოს დანქი). საკმაოდ მაღლა იწევა სროლისას, თუმცა აქვს არასტაბილური "მაჯა". გასულ სეზონში 30%-ზე დაბალი სიზუსტით ისროდა სამიანებს. ევროპულ კალათბურთში დროდადრო ცენტრის პოზიციაზე თამაში მისთვის პრობლემა არ იქნებოდა - ასე ახასიათებს გაზეთი მამუკელაშვილს
2021 წლიდან, NBA-ში, მამუკელაშვილმა "მილუოკი ბაქსსა" და "სან ანტონიო სპურსში" 130 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში ტექსასური ფრენჩაიზის შემადგენლობაში ქართველმა 46 მატჩი ითამაშა, რომლებშიც საშუალოდ 4.1 ქულას და 3.2 მოხსნას აგროვებდა - საშუალოდ 10 წუთზე ნაკლებ დროში. სან ანტონიო სპურსის გადაწყვეტილებით, სანდრო მამუკელაშვილი შეუზღუდავი თავისუფალი აგენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ქართველ კალათბურთელს ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებებისა და შეთავაზების მიღების საშუალება ექნება.
🤩 El ala-pívot NBA que 'desencallaría' el mercado de fichajes del Barça
— Diario SPORT (@sport) July 14, 2024
🏀 Mamukelashvili ha promediado 4,1 puntos y 3,2 rebotes, en algo menos de 10 minutos de media por duelo
✍ @marcdelrio92https://t.co/QE79JCY9KF