მამუკელაშვილს მცირე ტრავმა აქვს და ჩიკაგოსთან მისი თამაში საეჭვოა
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა, შესაძლოა, ტორონტო რეპტორსის უახლოესი მატჩი ჩიკაგო ბულსთან ტრავმის გამო გამოტოვოს - ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.
26 წლის ქართველ კალათბურთელს მარჯვენა ნეკნი აქვს დაბეჟილი. მან ტრავმა „ოლ სტარის“ კვირეულამდე გამართულ შეხვედრაში, დეტროიტ პისტონსთან მატჩის დროს მიიღო.
ტორონტოს, მიმდინარე რეგულარულ სეზონში, 32 მოგება და 23 მარცხი აქვს, ამ შედეგით ის აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა. ჩიკაგოსთან მატჩს კანადური გუნდი 20 თებერვალს გამართავს.
მიმდინარე სეზონში, მამუკელაშვილმა 52-ჯერ ითამაშა. ის მოედანზე გატარებულ 22.8 წუთში საშუალოდ 11.6 ქულას, 5.1 მოხსნას, 2 შედეგიანი გადაცემასა და 0.8 ჩაჭრას აგროვებს.