ლეიკერსი გოლდენ სტეიტთან დამარცხდა | სანდრომ 20 წუთი ითამაშა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსი გოლდენ სტეიტ უორიორსთან 95:112 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 19:37 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 4 ქულა (4-დან 2 ორქულიანი), 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, გოლდენ სტეიტის მხრიდან კი 31 ქულით სტეფ კარი გამოირჩა.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 2 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 2 ოქტომბერს ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ გამართავს.