Belive

ნიუ იორკი აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდა

5 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, სერიის მეოთხე მატჩში, ნიუ იორკ ნიქსმა კლივლენდი ისევ დაამარცხა და კონფერენციის სუპერფინალში გავიდა. ნიუ იორკელებბმა სერია მშრალზე (4:0) მოიგეს და აღმოსავლეთის ჩემპიონები გახდნენ. ნიქსმა 37 ქულით მოიგო (130:93) და ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა პლეი-ოფში.

ნიქსი 1999 წლის შემდეგ პირველად გავიდა NBA-ს სუპერფინალში. კარლ-ენტონი თაუნსმა 19 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ოჯეი ანუნობიმ - 17, ლენდრი შამეტმა - 16, ჯეილენ ბრანსონმა და ბრიჯისმა 15-15 ქულა. მასპინძლებს დონოვან მიტჩელის 31 ქულამ და ევან მობლის 15 ქულამ ვერ უშევლა.

ჯეილენ ბრანსონი, რომელიც კავალიერსის წინააღმდეგ საშუალოდ 25.5 ქულას და 7.8 პასს აგროვებდა, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა.

ნიქსი NBA-ს სუპერფინალში ოკლაჰომა სიტი თანდერსა და სან ანტონიო სპურსს (2-2) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები