სან ანტონიომ ოკლაჰომა დაამარცხა | სანდრომ 5 წუთი ითამაშა
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "ოკლაჰომა სითი თანდერი" 110:104 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა 4:58 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი) და 1 მოხსნა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა "ოკლაჰომას" კალათბურთელებმა ჩააგდეს, შაი გილჯეს-ალექსანდერმა 32, ხოლო ჯეილენ უილიამსმა 27 ქულა დააგროვეს.
"სპურსის" რიგებიდან 22 ქულით საუკეთესო იყო კელდონ ჯონსონი.
"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 7 მოგებით და 8 მარცხით მე-12 პოზიციაზეა, ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.