ლეგენდა სახლში დაბრუნდა | კავაი ლეონარდი კვლავ ტორონტოშია!
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდებული გაცვლა შედგა. ESPN-ის ინსაიდერების ინფორმაციით, ლოს ანჯელეს კლიპერსი და ტორონტო რაპტორსი შეთანხმდნენ გრანდიოზულ ტრეიდზე, რომლის მიხედვითაც კავაი ლეონარდი კანადაში ბრუნდება.
მის სანაცვლოდ კლიპერსი ბრენდონ ინგრამს, გრეიდი დიკს, ორ პირველი რაუნდის დრაფტ-პიკს, ერთ პიკის გაცვლის უფლებას და ორ მეორე რაუნდის პიკს მიიღებს. ლოს ანჯელესური გუნდი სრულ განახლებას იწყებს, ხოლო რაპტორსი თავისი ისტორიის უდიდესი ტრიუმფატორის დასაბრუნებლად ყველაფერზე წავიდა.
BREAKING: The Los Angeles Clippers are nearing deal sending Kawhi Leonard to the Toronto Raptors for Brandon Ingram, Gradey Dick, 2 first-round picks, 1 pick swap and 2 second-rounders, sources tell ESPN. A return to Canada for the Raptors champion and two-time Finals MVP. pic.twitter.com/VovqGw5qS6
— Shams Charania (@ShamsCharania) June 30, 2026
კავაი ლეონარდის დაბრუნება ტორონტოში ნამდვილი ისტორიული მოვლენაა. კავაი რაპტორსში სულ რაღაც ერთი სეზონის განმავლობაში (2018-2019) თამაშობდა, თუმცა ეს ერთი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას კანადური ფრენჩაიზის ისტორია სამუდამოდ შეეცვალა. ზუსტად 7 წლის შემდეგ (კავაიმ ტორონტო 2019 წლის ზაფხულში დატოვა), ორგზის ფინალების MVP კვლავ ჩრდილოეთში ბრუნდება, სადაც მას დიდებულად ხვდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ჩემპიონობის შემდეგ კავაიმ თავისუფალი აგენტის სტატუსით მშობლიურ ლოს ანჯელესში წასვლა არჩია, ტორონტოს ფანებს მის მიმართ წყენა არასდროს ჰქონიათ. ახლა, როცა ლეონარდი უკვე ვეტერანის სტატუსით და გამოცდილებით ბრუნდება, კანადაში იმედოვნებენ, რომ ძველი დიდების დაბრუნება და ახალი სენსაციის შემოქმედება კიდევ ერთხელაა შესაძლებელი.