მამუკელაშვილის ორმაგი და 4 პასი - სპურსი გოლდენ სტეიტთან დამარცხდა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 106:148 დამარცხდა. სან ანტონიოსთვის ეს ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო, სეზონში კი უკვე 43-ედ წააგო. სტუმრები პირველსავე მეოთხედში 17 ქულით 'გაიქცნენ' და ამის შემდეგაც, ყველა მეოთხედი თავის სასარგებლოდ დაიტოვეს.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა. ის ერთადერთი იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა, საკუთარ გუნდში კი ქულების მხრივ მხლოდ კელდონ ჯონსონს (19) ჩამორჩა. ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ 4-დან 1 სამიანი და 6-დან 5 საშუალო ტყორცნა გამოიყენა. საჯარიმო ხაზიდან ნასროლი 2 ბურთიდან კი ერთხელ ჩააგდო.
დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილზე მყოფი სან ანტონიო, 2 აპრილს, "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლებს.