ლეიკერსმა დეტროიტი დაამარცხა | სანდრო მამუკელაშვილმა 18 წუთი ითამაშა
9 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დეტროიტ პისტონსი 121:116 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა 17:40 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 7 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი) და 3 მოხსნა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 43 ქულა ოსტინ რივზმა ჩააგდო, დეტროიტის მხრიდან კი 31 ქულით დანის ჯენკინსი გამოირჩა.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 9 მოგებით და 2 მარცხით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 ნოემბერს ატლანტა ჰოუკსის წინააღმდეგ გამართავს.