Belive

მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G-ლიგაში

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგის (NBA G-League) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "გრანდ რაპიდსისა" და "ვისკონსინის" დაპირისპირება შედგა.

დაძაბული მატჩის გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც მასპინძლებმა უკეთ იასპარეზეს და საბოლოოდ შეხვედრა "გრანდ რაპიდსის" გამარჯვებით, 129:122 დასრულდა.

"ვისკონსინის" რიგებში ქართველმა ფორვარდმა - სანდრო მამუკელაშვილმა იასპარეზა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 32 წუთში, 20 ქულის, 8 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ჩატენვითაც გამოიჩინა თავი.

სხვა სტატიები