Belive

ევროპული გრანდი ბითაძისა და მამუკელაშვილის გადაბირებით ინტერესდება

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ბერძნული გამოცემა, sportdog.gr ,,პანათინაიკოსის'' საკალთბურთო გუნდის სატრანსფერო გეგმებზე წერს.

ყურადღება ძირითადად გუნდის ცენტრის პოზიციაზეა გამახვილებული. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბერძნები საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ორლანდო მეჯიქის'' ცენტრით, გოგა ბითაძეთი ინტერესდებიან. გარდა ამისა, ევროლიგის 6-გზის ჩემპიონები ,,სან ანტონიოს'' ფორვარდს, სანდრო მამუკელაშვილსაც აკვირდებიან:

,,პანათინაიკოსს სიაში NBA-ში მოთამაშე კალათბურთელებიც ჰყავს. მაგალითად, გოგა ბითაძე, რომელსაც ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი ეწურება და ათენში ამის შესახებ კარგად მოეხსენებათ.

ასევე, NBA-ში მოასპარეზე სანდრო მამუკელაშვილიც, რომელიც სიმაღლეში 2.06-ია, თუმცა კარგად ისვრის და სან ანტონიოსთან კონტრაქტი მასაც მეწურება.

პანათინაიკოსი მამუკელაშვილის გადაბირებას გასულ წელსაც ცდილობდა, მაგრამ მამუმ ევროპაში ჩამოსვლა არ ისურვა. წელს მეტად სავარაუდოა, რომ ის გადაწყვეტილებას შეიცვლის და მის გაფორმებას ევროლიგის არაერთი გუნდი შეეცდება.'' - sportdog.gr

სანდრო მამუკელაშვილი ,,სან ანტონიოში'' გატარებულ გასულ სეზონში საშუალოდ 9.8 წუთს თამაშობდა და 4.1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 ასისტს აგროვებდა.

გოგა ბითაძის ანგარიშზე კი საშუალოდ 5 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.3 შედეგიანი გადაცემა და 1.2 დაფარება იყო.

სხვა სტატიები