Belive

ორლანდომ ბრუკლინთან ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით იმარჯვა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ორლანდო მეჯიქმა NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ბრუკლინ ნეტსს სტუმრად ოვერტაიმში, 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 104:103 მოუგო.

ოვერტაიმის დასრულებამდე 2 წამით ადრე, ჯამალ მოსლის გუნდი 2 ქულით მარცხდებოდა, თუმცა ბოლო წამზე პაულო ბანკერომ სამქულიანი ჩააგდო და ორლანდოს მოაგებინა.

მეჯიქის შემადგენლობაში 13 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ - ქართველმა ცენტრმა 6 ქულას, 10 მოხსნას, 3 ჩაჭრასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გოგამ მატჩში 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

ორლანდოს 30 ქულით, 14 მოხსნითა და 6 პასით პაულო ბანკერომ ულიდერა, ბრუკლინის რიგებში კი 34 ქულით, 5 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 1 ასისტით მაიკლ პორტერ ჯუნიორი გამოირჩა.

ბითაძის გუნდი, რომელიც 21 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს შაბათს, 10 იანვარს, ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები