"მამუკელაშვილი იშვიათ კალათბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება" - ლეიკერსის მთავარი მწვრთნელი
5 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლოს ანჯელეს ლეიკერსის მთავარმა მწვრთნელმა, ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო მამუკელაშვილი კიდევ ერთხელ შეაქო და აღნიშნა, რომ ის იშვიათ კალათბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება
მამუკელაშვილი იშვიათ კალათბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რადგან შეტევაში დიდ შესაძლებლობებს იძლევა. შეტევაშიც და დაცვაშიც ძალიან აქვს მომატებული და ფაქტობრივად, ყველა კომბინაციაში შეუძლია ჩართვა.
მამუ გადაწყვეტილებებს უსწრაფესად იღებს, დამაგვირგვინებელ ფაზაში კარგია და მაღალი პროცენტით ისვრის. NBA-ში ნამდვილად არაა ბევრი ისეთი მოთამაშე, რომელსაც შეტევაში ასეთი მრავალფეროვნების შეტანა შეუძლია. - ჯეი ჯეი რედიკი.
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სანდრო მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონის სტარტზე დაიმატა და ბრწყინვალე კონტრაქტი გაუფორმა - მამუ ლეიკერსში 4 წელიწადში 52 მილიონ დოლარს მიიღებს. რაც შეეხება სეზონის სტარტს - ქართველი ვარსკვლავი დამაჯერებლად ასპარეზობს და პარკეტზე საშუალოდ გატარებულ 24 წუთში 9.9 ქულას, 4.4 მოხსნასა და 1.8 ასისტს აგროვებს.