Belive

ტორონტო რეპტორსის ბრწყინვალე სვლა გრძელდება | სანდრომ კვლავ კარგად ითამაშა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა კლივლენდ კავალიერსი 110:99 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩში 21:13 წუთი ითამაშა, რა დროშიც 12 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი), 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 37 ქულა ბრენდონ ინგრამმა ჩააგდო, ერთადერთი ორმაგი დუბლი სკოტ ბარნსის ანგარიშზე იყო - 18 ქულა, 11 მოხსნა. კლივლენდელთა რიგებიდან 17 ქულით საუკეთესო იყო დონოვან მიტჩელი.

ტორონტო რეპტორსი 13 მოგებით და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 27 ნოემბერს, ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები