მამა-შვილმა ჯეიმსებმა ზედიზედ მეორედ ითამაშეს - ბრონმა მატჩი ისევ უქულოდ დაასრულა
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის პრე-სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' სტუმრად 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107:102 მოუგო.
,,ფინიქსთან'' მატჩის მსგავსად, დღეს ორივე ჯეიმსმა ითამაშა. ლებრონმა პარკეტზე 16 წუთამდე გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. უმცროსი ჯეიმსი კი 6 წუთში შედეგიანი მოქმედებით ვერ გამოირჩა. ბრონმა 2 სამქულიანი და 2 ორქულიანი ისროლა, თუმცა ყველა მცდელობა არაზუსტი გამოდგა.
,,ბაქსს'' 23 ქულით (5-დან 5 სამქულიანი), 3 მოხსნითა და 1 პასით ბობი პორტისმა ულიდერა. 20 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 2 დაფარება იყო იანის ანტეტოკუნმპოს ანგარიშზე.
,,ლეიკერსი'' პრე-სეზონის მომავალ შეხვედრას 16 ოქტომბერს, ,,გოლდენ სტეიტ უორიორსის'' წინააღმდეგ გამართავს ,,მილუოკი'' კი 15-ში ,,ჩიკაგო ბულსს'' დაუპირისპირდება.