Forbes - მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
უკვე ზედიზედ მე-3 წელია, რაც პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის'' თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.
Forbes-ის მონაცემებით, წელს პორტუგალიელის შემოსავალმა (ხელფასი, პრიზები, პრემიები, სპონსორებისგან მიღებული ანაზღაურება, კომერციულ პროექტებში მონაწილეობა) 275 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ფეხბურთელებს შორის ყველა დროის რეკორდია, სპორტსმენებს შორის კი მე-3 შედეგია (მხოლოდ ფლოიდ მეივეზერს ჩამორჩება, ლეგენდარულმა მოკრივემ 2015 წელს - 300 მილიონი დოლარი იშოვა, 2018 წელს - 285).
50 ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენის შემოსავალმა ერთად 4,23 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის რეკორდზე (3,88 მილიარდი დოლარი) 350 მილიონით მეტია.
საინტერესოა, რომ მოედნის გარეთ ყველაზე მაღალი - 100-100-მილიონიანი შემოსავალი სტეფ კარისა და შოჰეი ოტანის (ბეისბოლი) ჰქონდათ. იაპონელი ბეისბოლისტი 20 კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის New Balance-სთან, Hugo Boss-თან, Porsche Japan-თან, Mitsubishi Bank-თან, Japan Airlines-თან და Seiko-სთან.
Top 50-ეულში სულ 7 სპორტის წარმომადგენელია, ყველაზე მეტი, 16 სპორტსმენი კი კალათბურთიდანაა.
ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენების Top ათეული ასე გამოიყურება:
კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 275 მილიონი დოლარი
სტეფ კარი (კალათბურთი) - 156 მილიონი დოლარი
ტაისონ ფიური (კრივი) - 146 მილიონი დოლარი
დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი) - 137 მილიონი დოლარი
ლეო მესი (ფეხბურთი) - 135 მილიონი დოლარი
ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 133,8 მილიონი დოლარი
ხუან სოტო (ამერიკული ფეხბურთი) - 114 მილიონი დოლარი
კარიმ ბენზემა (ფეხბურთი) - 104 მილიონი დოლარი
შოჰეი ოტანი (ბეისბოლი) - 102,5 მილიონი დოლარი
კევინ დურანტი (კალათბურთი) - 101,4 მილიონი დოლარი
Ronaldo tops Forbes’ 2025 list of highest-paid athletes with $275M—a new record for a soccer player, per @Forbes. pic.twitter.com/eOVGWHiNwy
— Boardroom (@boardroom) May 15, 2025