Belive

ლეიკერსმა პლეი ოფის პირველი მატჩი ჩააგდო | მძიმე მარცხი მინესოტასთან

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ში პლეი ოფის ეტაპის მატჩები დაიწყო. დასავლეთში მესამე ადგილზე გასულმა "ლეიკერსმა" საკუთარ არენაზე "მინესოტა ტიმბერვულვზი" მიიღო და 95:117 დამარცხდა. ლოს ანჯელესელებმა მოედნის უპირატესობა დაკარგეს და სერია ახლა მინესოტაში გადაინაცვლებს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა დონჩიჩი გახდა - სლოვენიელმა 37 ქულა, 8 მხოსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შემდეგ სამეულს მინესოტას მოთამაშეები აკომპლექტებენ: ჯეიდენ მაკდენიელსი, ნას რეიდი და ენტონი ედვარდსი - შესაბამისად 25, 23 და 22 ქულებით. ლებრონ ჯეიმსმა 19 ქულის, 5 მოხსნისა და 3 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო, მეფეს 3 ბლოკიც ჰქონდა, თუმცა ამან ჰოლივუდელებს ვერ უშველა.

3 დღეში სერიის მეორე თამაში მინესოტაში გაიმართება.

სხვა სტატიები