Belive

"მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე" - შენგელია ვირტუსის მწვრთნელს დაემშვიდობა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მიმდინარე სეზონში წარუმატებელი ასპარეზობის გამო, "ვირტუს ბოლონიამ" ლუკა ბანკი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. იტალიურ საკალათბურთო კლუბს 67 წლის მონტენეგროელი სპეციალისტი, დუშკო ივანოვიჩი გაწვრთნის.

Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, თორნიკე შენგელიამ ყოფილ მთავარ მწვრთნელს მადლობა გადაუხადა და გულთბილად დაემშვიდობა.

მადლობა ყველაფრისთვის, რაც კლუბისა და ჩემთვის გააკეთეთ. დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა. - თორნიკე შენგელია.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელიასა და "ვირტუსის" ახალ მთავარ მწვრთნელს წარსულში უკვე უთანამშრომლიათ. 2020 წელს, მონტენეგროელმა სპეციალისტმა "ბასკონიას" ლიგა ენდესა მოაგებინა. აღნიშნულ სეზონში "ბასკონიას" ღირსებას თორნიკე შენგელია და "ვირტუსის" კიდევ ერთი კალათბურთელი, აკილე პოლონარა იცავდნენ.

სხვა სტატიები