Belive

ლუკა დონჩიჩმა 33 ქულა და 17 პასი გააკეთა - დალასმა ლეიკერსს მოუგო

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "დალას მავერიქსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" მიიღო და მეტოქე 127:125 დაამარცხა. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა მასპინძელთა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც პარკეტზე 43 წუთი გაატარა და ამ დროში 33 ქულა, 17 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა დააგროვა.

დალასელთა შემადგენლობიდან მეორე ყველაზე მაღალშედეგიანი მოთამაშე ტიმ ჰარდევეი იყო 32 ქულით, რომელიც ზურგის ტრავმის შემდეგ შესანიშნავად დაბრუნდა. ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი ქულა (37) ენტონი დევისმა დააგროვა, პლუს 11 მოხსნაც და ლეიკერსის ცენტრის ორმაგი დუბლი. სამმაგი დუბლის ზღვარზე გაირა ლებრონ ჯეიმსმა - 33 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი. 38 წლის კალათბურთელმა 40 წუთი ითამაშა.

ამ მომენტისთვის, დალას მავერიქსი დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა - 15 მოგება და 8 მარცხი. ლოს ანჯელეს ლეიკერსი კი მე-6 პოზიციას იკავებს, მათ ჩატარებულ 24 შეხვედრაში 14 მოგება და 10 წაგება აქვთ.


ლუკა დონჩიჩისა და ლებრონ ჯეიმსის თამაშის მომენტები:

სხვა სტატიები