Belive

ლუკა დონჩიჩის Game winner-ით დალასმა მეორე შეხვედრაც მოიგო

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში "დალას მავერიქსი" ისევ ესტუმრა "მინესოტა ტიმბერვულვზს". დალასელებმა მეტოქე გუნდი ლუკა დონჩიჩის ბოლო წამზე შესრულებული სამქულიანი Game winner-ის წყალობით 109:108 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:0 გახდა.

მატჩის პირველ ტაიმს მინესოტა აკონტროლებდა, ჯერ პირველ მეოთხედში 32:26 მოიგო, ხოლო შემდეგ მეორე მეოთხედში უპირატესობა გაზარდა და ამჯერად 28:22 დააფიქსირა. მეორე ტაიმში შეხვედრის სცენარი დალასმა რადიკალურად შემოატრიალა, მესამე მეოთხედი "მავერიქსის" კალათბურთელებმა კარგად დაიწყეს და 26:31 მოიგეს, ბოლო მეოთხედიც 22:30 მოიგეს, მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე კი სლოვენიელმა გენიალური სამქულიანით თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 32 ქულა ლუკა დონჩიჩს ჰქონდა, მან 10 მოხსნით და 13 ასისტით სამმაგი დუბლიც გაიფორმა. კაირი ირვინგმა 20 ქულა მიითვალა.

მინესოტელთა მხრიდან საუკეთესო 23 ქულით ნაზ რაიდი იყო, 21 ქულა დააფიქსირა ენტონი ედვარდსმა.

პირველი ორი შეხვედრა მინესოტამ საკუთარ არენაზე ჩაატარა და დალასმა ორივეში მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რაც მათთვის უდიდესი უპირატესობაა. მომდევნო მატჩს "მავერიქსი" უკვე საკუთარ არენაზე ჩაატარებს, დაპირისპირება 27 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები