Belive

ლოს ანჯელეს ლეიკერსი პლეი-ოფში იასპარეზებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, პლეი-ინის მატჩები გაიმართა, რათა პლეი-ოფში დარჩენილი ვაკანტური ადგილების მფლობელები გამოვლინდეს.

ლოს ანჯელესში, "Crypto.com Arena"-ზე "ლეიკერსისა" და "მინესოტას" დაპირისპირება შედგა. დრამატული მატჩის ძირითადი დრო ფრედ (98:98) დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც მასპინძლებმა უკეთ იასპარეზეს.

მეფემ "ლეიკერსს" ულიდერა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 45:18 წუთში, ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულის, 10 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "მინესოტას" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კარლ-ენტონი თაუნსი გახდა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაც დააგროვა.

"ლეიკერსმა" 108:102 გაიმარჯვა და პლეი-ოფში მოხვდა, ხოლო დამარცხებული "მინესოტა" კიდევ ერთ შანსს მიიღებს და "ნიუ ორლეანსსა" და "ოკლაჰომას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები