Belive

იოკიჩი შეუჩერებელია - დენვერმა ლეიკერსი დაამარცხა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფი დასკვნით ფაზაში შედის. დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში, "დენვერისა" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" დაპირისპირება შედგა. დენვერში, "Ball Arena"-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 132:126 დასრულდა.

"დენვერის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი გუნდის ლიდერმა - ნიკოლა იოკიჩმა ითამაშა. იოკიჩმა პლეი-ოფში მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა - "ნაგეთსის" სერბმა ვარსკვლავმა პარკეტზე გატარებულ 42:26 წუთში 34 ქულის, 21 მოხსნისა და 14 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

"ლეიკერსის საუკეთესო მექულე ენტონი დევისი გახდა, რომელმაც 40 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა (26 ქულა, 12 მოხსნა, 9 ასისტი).

შეხვენებაზე "დენვერი" 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე პერიოდში "ნაგეთსი" 21 ქულითაც ლიდერობდა - "ლეიკერსმა" დაბრუნება მე-4 პერიოდში შეძლო, როდესაც სხვაობა 3-ქულამდე შეამცირა, თუმცა, მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო და საბოლოოდ 6 ქულით დამარცხდა.

სხვა სტატიები