ლეიმა კორუნია დამარცხდა - ბურჯანაძის 10 ქულა და 8 მოხსნა
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურის მატჩში, ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნიასა" და "გრან კანარიას" დაპირისპირება შედგა.
დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა "გრან კანარიას" გამარჯვებით, 80:72 დასრულდა. "ლეიმა კორუნიას" მაისურით პარკეტზე 28 წუთი გაატარა ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - ქართველმა ლეგიონერმა 10 ქულისა და 8 მოხსნის დაგროვება შეძლო. "გრან კანარიას" გამარჯვებაში წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა ჯო ტომასონმა, რომელმაც 20 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დაგროვა.
ესპანეთის ლიგა ენდესას განვლილი 2 ტურის შემდეგ, "ლეიმა კორუნიას" 1 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.