ლეიკერსთან მოგებულ მატჩში გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი გაიფორმა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ლოს ანჯელეს ლეიკერს'' უმასპინძლა და 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:101 დაამარცხა.
,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 26 წუთამდე ითამაშა და მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი გაიფორმა. გოგამ 10 ქულა, 10 მოხსნა, 5 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძემ შესრულებული ბლოკების რაოდენობით (5) პირადი რეკორდი გაიმეორა.
,,ლეიკერსის'' რიგებში 28 ქულით, 13 მოხსნით, 7 დაფარებითა და 3 ასისტით ენტონი დევისი გამოირჩა. 24 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა იყო ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე.
,,ორლანდო'' 4 მოგებითა და 2 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 7 ნოემბერს, ,,დალასის'' წინააღმდეგ გამართავს.
Goga Bitadze appreciation post
— Orlando Magic (@OrlandoMagic) November 5, 2023
10 PTS
10 REB
5 BLK
+27 +/- pic.twitter.com/gnoZKkoQbc