Belive

ბითაძის ზუსტი ორქულიანები | ორლანდომ დალასთან ბოლო წამზე იმარჯვა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა დალას მავერიქსს უმასპინძლა და 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:114 დაამარცხა. ჯამალ მოსლის გუნდმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი მატჩის დასრულებამდე 1,4 წამით ადრე ჩააგდო - თავი ვენდელ კარტერმა გამოიჩინა.

მეჯიქის შემადგენლობაში 12 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ - ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ მატჩში 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

ორლანდოს 16 ქულით, 12 მოხსნით, 6 პასითა და 2 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა, დალასის რიგებში კი 24 ქულით, 4 მოხსნით, 1 ასისტითა და 1 ჩაჭრით კლეი ტომპსონი გამოირჩა.

ბითაძის გუნდი, რომელიც 33 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ხვალ, მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები