Belive

ლეიკერსმა ატლანტა დაამარცხა | სანდროს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა

15 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ატლანტა ჰოუკსი 124:114 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა 32:16 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 23 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 8-დან 5 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველ კალათბურთელს ლეიკერსში გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი მატჩი ჰქონდა.

შეხვედრაში სანდროზე მეტი ქულა მხოლოდ ლუკა დონჩიჩს ჰქონდა, სლოვენიელმა 32 ქულა ჩააგდო და 10 ასისტით ორმაგი დუბლიც გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ვოლკერ კესლერს - 21 ქულა, 10 მოხსნა. ატლანტა ჰოუკსის მხრიდან კი 21 ქულით გამოირჩა სიჯეი მაკკოლუმი.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 10 მოგებით და 2 მარცხით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 ნოემბერს მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები