Belive

ლეიკერსის ფანს 55 000 დოლარის მოგება უნდოდა, თუმცა ტრავმა მიიღო

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კვირას, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მატჩის შესვენებაზე, გუნდის ერთგულმა გულშემატკივარმა არა მხოლოდ ხელიდან გაუშვა 55 000 დოლარის მოგების შანსი, არამედ სროლის შესრულების დროს ტრავმაც მიიღო.

მესამე მეოთხედის დაწყების წინ, დიდ შესვენებაზე, "ლეიკერსის" წარმომადგენლებმა გასართობი შოუ მოაწყეს, შემთხვევით შერჩეულ ფანს, პარკეტის ცენტრიდან წარმატებით სროლის შემთხვევაში 55 000 დოლარი გადაეცემოდა, თუმცა გულშემატკივრის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მარცენა ფეხის დაზიანებაც მიიღო.

ფანის ტრავმის ხარისხი მოედანზე შეკრებილი გულშემატკივრებისტვის გაურკვეველი დარჩა, თუმცა სახალისო განწყობა ბოლომდე შენარჩუნდა, რადგან მათმა გუნმდა "ჰიუსტონი" ანგარიშით 105:104 დაამარცხა. გუნდის ლიდერები შესანიშნავ ფორმაში არიან და ამ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსმა 37, ხოლო დევისმა 27 ქულა ჩააგდო.

სხვა სტატიები