Belive

ლეიკერსში ლუკა დონჩიჩის დებიუტი შედგა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "იუტა ჯაზი" 132:113 დაამარცხა.

აღნიშულ მატჩში საკალათბურთო სამყაროში ბოლო დროს მომხდარი მთავარი ამბის შემოქმედის, ლუკა დონჩიჩის დებიუტი შედგა, ლოს ანჯელესურ გუნდში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში სლოვენიელმა კალათბურთელმა 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ლებრონ ჯეიმსს ჰქონდა, ხოლო ოსტინ რივზმა 22 ქულა ჩააგდო.

"ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში 32 მოგებით და 19 მარცხით მე-4 პოზიციაზეა.