Belive

ლეიკერსის 3/3 გამარჯვება | მამუკელაშვილმა 9 ქულა ჩააგდო

9 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეიკერსმა NBA-ს ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. კალიფორნიულმა გუნდმა სტუმრად, მძიმე ბრძოლაში, იუტა ჯაზი 9-ქულიანი სხვაობით, 132:123 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა.

შეხვედრის მთავარი გმირი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც მოედანზე საოცარი შოუ დადგა და თავის გუნდს 52 ქულით ულიდერა. სლოვენიელმა ვარსკვლავმა იუტელთა დაცვა სრულიად დაანგრია.

პარკეტზე მნიშვნელოვანი წუთები მიიღო სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც 21 წუთში გუნდს 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შემატა. ქართველმა კალათბურთელმა კარგი სიზუსტე აჩვენა და თამაშიდან 50%-ით ესროლა - გამოიყენა თითო-თითო ორქულიანი და სამქულიანი, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 6-დან 4 ბურთი ჩააგდო.

ლეიკერსი სეზონის სტარტზე შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს და 3/3 გამარჯვებით დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს.

ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ, გუნდი მორიგ მატჩს უკვე 28 ოქტომბერს, პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების სერიის გაგრძელებას შეეცდება.

სხვა სტატიები