ლეიკერსი მინესოტასთან დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა
7 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის მე-5 შეხვედრა ,,ლეიკერსსა'' და ,,მინესოტას'' შორის სერიაში გადამწყვეტი გამოდგა. ,,ტიმბერვულვზმა'' მეტოქე 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 103:96 დაამარცხა, სერია 4:1 დახურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
,,ლეიკერსს'' დღევანდელ შეხვედრაში 28 ქულით, 9 ასისტით, 7 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. 22 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა იყო ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე.
,,მინესოტას'' რიგებში საოცარი მატჩი ჰქონდა რუდი გობერს, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 27 ქულა, 24 მოხსნა, 2 დაფარება.
,,ტიმბერვულვზის'' მეტოქე დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ,,გოლდენ სტეიტისა'' და ,,ჰიუსტონ როკეტსის'' წყვილში ირკვევა, სადაც ამ მომენტისთვის ,,უორიორსი'' ლიდერობს (3:2).