Belive

ლეიკერსი გოლდენ სტეიტთან დამარცხდა | დაძაბული მატჩი ლოს ანჯელესში

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "გოლდენ სტეიტ უორიორსთან" 128:121 დამარცხდა.

მატჩი თავიდანვე საინტერესოდ დაიწყო, საბოლოოდ კი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველი მეოთხედი "ლეიკერსმა" 36:30 მოიგო, მაგრამ "გოლდენ სტეიტმა" მეორე და მესამე მეოთხედებში უპირატესობა განიმტკიცა და მატჩის ბედიც აქ გადაწყვიტა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 40 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, მან ამ მაჩვენებელს 9 ასისტი და 8 მოხსნაც მიამატა.

მეორე იყო სტეფ კარი ყველაზე კარგი მაჩვენებლით, რომელმაც 31 ქულის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები