Belive

ლებრონ ჯეიმსმა თავის შვილს პარკეტზე შეზღუდვა დაუწესა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" უკვე გამოაქვეყნა NBA-ის რეგულარული სეზონის განრიგი. ლებრონ ჯეიმსი და მისი ვაჟი, ბრონი ჯეიმსი ლოს ანჯელესურ კლუბში ერთად ირიცხებიან, გულშემატკივრებში კი ერთ-ერთი მწვავე კითხვაა, როგორ გაუმკლავდება ბრონი მამასთან ერთად პარკეტზე ყოფნას, რადგან მამასა და შვილს პოტენციურად ერთად თამაში ხშირად მოუწევთ.

ლებრონ ჯეიმსმა ამ შეკითხვას ლოგიკური პასუხი გასცა, მისი თქმით, "სამუშაო ადგილას" ანუ თამაშისას მის შვილს არ ექნება უფლება ლებრონს "მამა" დაუძახოს.

როცა ჩვენ ერთად ვმგზავრობთ ან სახლში მე მისი მამა ვიქნები. მოედანზე კი მან უნდა დამიძახოს „ბრონი“ ან GOAT, თუ მას ასე ურჩევნია. მისი მხრიდან ეს არც ისე რთული იქნება, რადგან უკვე მრავალი წელია, სახელით მომმართავს - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა

სხვა სტატიები