ლებრონის ბრწყინვალე მატჩი - ლეიკერსმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პეი-ოფის მე-6 შეხვედრაში, "ლეიკერსისა" და "გოლდენ სტეიტის" დაპირისპირება შედგა.
ლოს ანჯელესში, "Crypto.com Arena"-ზე გამართული პრინციპული მატჩი, "ლეიკერსის" გამარჯვებით 122:101 დასრულდა.
"ლეიკერსის" გამარჯვებაში ლომის წილი ლებრონ ჯეიმსმა დაიდო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა და 1 ასისტი დააკლდა. "მეფემ" 30 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. "გოლდენ სტეიტს" სტეფ კარიმ ულიდერა. "უორიორსის" ლიდერის ანგარიშზე 32 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტია.
მე-6 მატჩში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, "ლეიკერსმა" სერიაში 4:2 გაიმარჯვა და კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც "დენვერს" დაუპირისპირდება.