ლებრონ ჯეიმსის ისტორიული შედეგი! | ლეიკერსმა დენვერის დამარცხება ვერ შეძლო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
დღეს NBA-ს რეგულარულ სეზონში ისტორიული დღე იყო, ეს დღე კი ლებრონ ჯეიმსს ეკუთვნის. კალათბურთის ლეგენდამ 40 000 ქულას გადააბიჯა რაც არავის არასდროს გაუკეთებია. ლებრონ ჯეიმსთან მოქმედი მოთამაშეებიდან ახლოსაც არავინ არ არის.


მატჩს რაც შეეხება "ლეიკერსი" "დენვერთან" დამარცხდა 114:124.
ყველაზე მეტი 35 ქულა ნიკოლა იოკიჩს ჰქონდა, ამასთან ერთად 10 მოხსნით მან ორმაგი დუბლიც შეასრულა, ასევე ჰქონდა 7 ასისტი.
ლებრონ ჯეიმსი შედეგიანობით მეორე იყო, მან 26 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 9 ასისტი მიითვალა.