Belive

ლებრონ ჯეიმსს კიდევ ორი სეზონის თამაში სურს

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლებრონ ჯეიმსს NBA-ში თამაში კიდევ ორი სეზონი სურს, ამასთან ერთად "ლეიკერსს" ოფიციალური ინტერესი აქვს, რომ მათ დრაფტით ბრონი ჯეიმსი დაიმატონ - ინფორმაციას, The Atlethic-ის რეპორტიორი შამს შარანია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დრაფტით 2024 წელს ლებრონ ჯეიმსის შვილის დამატებითაა დაინტერესებული, რადგან ისინი ცდილობენ მეფის გუნდში დატოვებას.

უბერებელი, ლეგენდარული, ლებრონ ჯეიმსი შესაძლოა გახდეს NBA-ს მორიგი რეკორდის მფლობელი, რაც 23 სეზონს გულისხმობს, დღევანდელი მონაცემებით რეკორდი ვინს კარტერს ეკუთვნის და ეს 22 სეზონია, მეფეს ამის გამეორება მომდევნო სეზონში შეუძლია, ხოლო დამყარება კარიერის ბოლოს წელს.

სხვა სტატიები