Belive

ლებრონ ჯეიმსი მომდევნო საოცარ რეკორდთან ძალიან ახლოსაა - მას ამისთვის 27 მოგება სჭირდება

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს 2026/27 წლების რეგულარული სეზონი ახლოვდება და ლებრონ ჯეიმსის მომდევნო რეკორდთანაც ძალიან ახლოს ვართ. 41 წლის ლეგენდარულ კალათბურთელს სულ რაღაც 27 გამარჯვება აკლია რეგულარული სეზონის ისტორიაში ყველაზე მეტ გამარჯვებამდე, ამით ის კარიმ აბდულ-ჯაბარს გადაუსწრებს.

ლებრონ ჯეიმსი ამჟამად თავის კარიერაში 24-ე სეზონს იწყებს, მის ანგარიშზე კი რეგულარულ სეზონში 1048 გამარჯვებაა, კარიმ აბდულ ჯაბარს კი 1074 მოგება აქვს. ფილადელფიის ამჟამინდელი კალათბურთელი 26 მოგების შემდეგ ვეტერან ცენტრს გაუთანაბრდება, 27-ის შემთხვევაში კი გადაუსწრებს.

NBA-ს ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ფილადელფია ხვალ, 21 ოქტომბერს ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ გამართავს, ისინი პირველ მატჩს თბილისის დროით 03:00 საათზე ჩაატარებენ.

სხვა სტატიები