Belive

ლებრონ ჯეიმსმა 40 ქულა ჩააგდო და ჯორდანის მიღწევა გაიმეორა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში "ლეიკერსმა" ბრუკლინ ნეტსს" 116:104 მოუგო, ლებრონ ჯეიმსმა კი ორივე გუნდის შემადგენლობიდან ყველაზე მეტი - 40 ქულა ჩააგდო.

ჯეიმსი გახდა მეორე მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ლეგენდარული ჯორდანის შემდეგ, რომელმაც 39 წლის ასაკში 1-ზე მეტ შეხვედრაში მოახერხა 40 ქულის დაგროვება. ლებრონი ამას მეორედ აკეთებს, ჯორდანს კი კარიერაში 3 ასეთი მატჩი აქვს.

"მეფეს" ბრუკლინთან შეხვედრაში 17-დან 13 ზუსტი ტყორცნა ჰქონდა, ლებრონმა პირადი რეკორდიც გაიმეორა და 10 სამქულიანიდან 9 ჩააგდო. ჯეიმსს 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. ლეიკერსი 42 მოგებითა და 33 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

სხვა სტატიები