Belive

ALL STAR-ის უცნაური ტურნირი შაკის გუნდმა მოიგო

6 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

2025 წლის NBA-ის 'ყველა ვარსკვლავის მატჩი' უცნაური ფორმატით ჩატარდა. ამ ღონისძიებას მინი-ტურნირის სახე ჰქონდა, რომელშიც მონაწილეობას 4 გუნდი იღებდა, შესაბამისად მივიღეთ 3 დაპირისპირება, ნახევარფინალებისა და ფინალის ჩათვლით - გამარჯვებულად ცხადდებოდა ის გუნდი, რომელიც პირველი მიაღწევდა 41 ქულამდე.

ნახევარფინალურ დაპირისპირებებში 'ჩაკის გუნდმა' (ჩარლზ ბარკლის მსოფლიო ვარსკვლავები) 'ახალგაზრდა ვარსკვლავები' დაამარცხა, ხოლო 'შაკის გუნდმა' (შაკილ ონილის OG) 'ამომავალ ვარსკვლავებს' მოუგო.

ფინალში შაკის და ჩაკის გუნდები გადაიკვეთნენ, სადაც 'ძველმა გვარდიამ' 'მსოფლიო ვარსკვლავები' 41:25 დაამარცხა. 41-დან 27 ქულა ჯეისონ ტეიუტუმსა და სტეფ კარიზე მოდის (15 და 12), სტეფი კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჩაკის გუნდიდან საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 11 ქულით. მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა რომ დისკომფორტს გრძნობდა, ამიტომ ALL STAR-მა მეფის გარეშე ჩაიარა.

სხვა სტატიები