Belive

ლებრონ ჯეიმსის შესანიშნავი მატჩი - ლეიკერსმა ჰიუსტონი დაამარცხა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში ლოს ანჯელეს "ლეიკერსი" საკუთარ არენაზე ჰიუსტონ "როკეტსს" დაუპირისპირდა. მატჩი ბოლო წუთამდე ქულა-ქულაში მიდიოდა, საბოლოოდ კი ლოს ანჯელესურმა გუნდმა ერთ ქულიანი სხვაობით მოგება მოახერხა და შეხვედრა 105:104 დამთავრდა.

შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც თითქმის 40 წუთი ითამაშა, რა დროშიც 37 ქულა დააგროვა, 8 ასისტი მიითვალა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა ჰქონდა, ამას გარდა შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე თავისუფალი სროლით ჯეიმსმა თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. "მეფის" გარდა "ლეიკერსის" შემადგენლობიდან კარგი მატჩი ჰქონდა ენტონი დევისს 27 ქულა, 10 მოხსნა და 3 ასისტი. ჰიუსტონის შემადგენლობიდან კი დილონ ბრუქსს 24 ქულა, თურქ ალპერენ სენგუნმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა 23 ქულით, 10 მოხსნით და 5 ასისტით.

სხვა სტატიები