Belive

"ლებრონ ჯეიმსის 2024 წლის გუნდი 1992 წლის მაიკლ ჯორდანის საოცნებო გუნდს ჯობია" - სერბეთის მწვრთნელი

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2024 წლის პარიზის ოლიმპიადა ახლოვდება, ტურნირის მოახლოებასთან საინტერესო მოსაზრებები გაჟღერდა, ერთ-ერთი ასეთი სერბეთის კალათბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სვეტისლავ პეშიჩის განცხადებაა.

74 წლის სპეციალისტი ლებრონ ჯეიმსის 2024 წლის გუნდს და მაიკლ ჯორდანის 1992 წლის გუნდს ადარებს:

ეს ამერიკის ნაკრები უკეთესი გუნდია, ვიდრე 1992 წლის საოცნებო გუნდი (Dream team). მე მაშინ ვიყავი (1992 წელს) გერმანიასთან ერთად, მახსოვს, რომ ვერავინ იჯერებდა ასეთი კალათბურთელების არსებობას, მაგრამ ეს იყო 1992 წელი, ახლა 2024 წელია და ეს გუნდი უკეთესია. შესანიშნავი შესაძლებლობაა ნახოთ, სად არის დანარჩენი მსოფლიო მათთან შედარებით. - სვეტისლავ პეშიჩი - სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
სვეტისლავ პეშიჩი

ამერიკის ნაკრები 1992 წელს:

  • დევიდ რობინსონი

  • პატრიკ ევინგი

  • ლარი ბირდი

  • სკოტი პიპენი

  • მაიკლ ჯორდანი

  • კლაიდ დრექსლერი

  • კარლ მელოუნი

  • ჯონ სტოქტონი

  • კრის მულინი

  • ჩარლზ ბარკლი

  • მეჯიქ ჯონსონი

  • კრისტიან ლეტნერი

ამერიკის ნაკრები 2024 წელს:

  • ლებრონ ჯეიმსი

  • სტეფ კარი

  • კევინ დურანტი

  • ჯოელ ემბიდი

  • დევინ ბუკერი

  • ჯეისონ ტეიტუმი

  • ენტონი დევისი

  • ტაირის ჰალიბარტონი

  • ენტონი ედვარდსი

  • ჯრუ ჰოლიდეი

  • ბემ ადებაიო

  • კავაი ლეონარდი

სვეტისლავ პეშიჩი 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ამერიკის გუნდს დაუპირისპირდა, პეშიჩის გუნდი მაშინ 111:68 დამარცხდა. 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სერბეთის ნაკრები ჯგუფში ამერიკასთან მოხვდა, სადაც პეშიჩი თავისი გუნდის ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავს.

სხვა სტატიები