Belive

უეიდი: ,,1992 წელი აღარ არის, ეს ყველამ თავიდან უნდა ამოიგდოს''

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეგენდარული კალათბურთელი, დუეინ უეიდი მიიჩნევს, რომ ამერიკის საკალათბურთო ნაკრები მომავალში ძველებურად დომინანტი ვეღარ იქნება:

,,დანარჩენ მსოფლიოს პატივს 2004 წლიდან ვცემთ, მას შემდეგ სამჯერ დავმარცხდით, 2004 წელს კი მხოლოდ ბრინჯაოს მედალი ავიღეთ. ჩვენი მეტოქეები ყოველწლიურად უკეთესები ხდებიან. კალათბურთი მთელ მსოფლიოში ვითარდება. ახლა ვეღარაფერს დამალავ, ყველაფერი ხელმისაწვდომია.

ვჯდები და ვუყურებ სერბეთს, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, ოქრო ვერ აიღეს, მაგრამ 4 წლის შემდეგ დაბრუნდებიან. ვაკვირდები საფრანგეთს, კანადას, გერმანიას...

მხოლოდ ამ ოლიმპიადაზე, ამერიკის ნაკრების მოთამაშეების გარდა, NBA-ის 68 კალათბურთელი ასპარეზობდა, მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. როცა საქმე ოქროს მედლებს ეხება, ჩვენ დომინირებას გავაგრძელებთ, მაგრამ ეს ისეთივე მარტივი აღარ იქნება. ახლა 1992 წელი არ არის, ეს ყველამ უნდა დაივიწყოს, სხვა დროა...'' - დუეინ უეიდი

ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირი ამერიკელთა ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში აშშ-მ მასპინძელი საფრანგეთი 11-ქულიანი სხვაობით, 98:87 დაამარცხა.

სხვა სტატიები