Belive

ლებრონ ჯეიმსი პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობას გეგმავს

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე არც ისე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, აშშ-ს ნაკრებს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ცუდად ჩატარებული ტურნირის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ლებრონ ჯეიმსი მიიღებს მონაწილეობას. 

როგორც Athletic იუწყება, ამერიკელი ვარსკვლავი თავისი ნაკრების შედეგებით უკმაყოფილოა. "მეფე" გეგმავს, რომ საკუთარ ნაკრებს მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე დაეხმაროს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ლებრონი ტურნირზე სტეფ კარისა და კევინ დურანტის ჩართვასაც გეგმავს.

სხვა სტატიები