ენტონი ედვარდსი: "პარიზის ოლიმპიადაზე ნაკრების ლიდერი მე ვიქნები..."
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის შეერთებული შტატები სუპერშემადგენლობით იასპარეზებს.
„დრიმ თიმიდან“ ყველა, თორმეტივე კალათბურთელის ვინაობა უკვე ცნობილია:
ჯეისონ ტეიტუმი
კავაი ლეონარდი
ლებრონ ჯეიმსი
ჯრუ ჰოლიდეი
ტაირის ჰალიბარტონი
ჯოელ ემბიდი
ენტონი ედვარდსი
კევინ დურანტი
ენტონი დევისი
სტეფ კარი
დევინ ბუკერი
ბემ ადებაიო

ალბათ თქვენც ფიქრობთ, თუ როგორი საშიში ნაკრები ჰყავს აშშ-ს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადისთვის.
ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ 22 წლის ენტონი ედვარდსმა, რომელმაც NBA-ს გასულ სეზონში თავი საოცრად წარმოაჩინა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ფორმაციის აშშ-ს ნაკრებში ლიდერობის პრეტენზია აქვს.
Timberwolves’ Anthony Edwards on how he fits in with USA Basketball Olympic team: “I’m still the number one option. Y’all might look at it differently. … They’ve got to fit in around me. That’s how I feel.” pic.twitter.com/Cga5kTiR2J
— Ben Golliver (@BenGolliver) July 7, 2024
"მე მაქვს იმის პრეტენზია, რომ ამ ნაკრებს ვულიდერო. თქვენ შეიძლება ამ ყველაფერზე გაგეცინოთ და გამაკრიტიკოთ, თუმცა თქვენთვის როგორც გინდათ ისე იყოს, ეს ჩემი აზრია, დანარჩენს ვნახავთ..." - ენტონი ედვარდსი
ამერიკის ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე C ჯგუფში: პუერტო რიკოსთან, სამხრეთ სუდანთან და სერბეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.