ლებრონ ჯეიმსი ყველა დროის საუკეთესო მეპასეთა სამეულში შევიდა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ფილადელფია სიქსერსმა ინდიანა პეისერსი 131:124 დაამარცხა.
მატჩში 31-31 ქულით ჯეილენ ბრაუნი და პასკალ სიაკამი გამოირჩნენ, თუმცა შეხვედრა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტითაც დაგვამახსოვრდა. ერთადერთი მოთამაშე, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა, ლებრონ ჯეიმსი იყო - 41 წლის ლეგენდამ 15 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
ლებრონის მიერ დაფიქსირებული ასისტები ისტორიული გამოდგა, რადგან რეგულარული სეზონის ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მან მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. ჯეიმსმა 12 092 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რითაც ჯეისონ კიდს გადაასწრო და ახლა მასზე წინ მხოლოდ კრის პოლი და ჯონ სტოქტონი არიან.
Congrats to @KingJames of the @sixers for moving into 3rd on the all-time ASSISTS list! pic.twitter.com/62kHJr4MK6
— NBA (@NBA) November 15, 2026
ფილადელფია სიქსერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 3 მარცხით მე-2 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ლებრონ ჯეიმსის გუნდი 17 ნოემბერს ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართავს.