ლაური მარკანენი: "ქართველებს სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ..."
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფინეთთან 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:93 დამარცდა და ტურნირს გამოეთიშა.
საქართველოსთვის ევრობასკეტ 2025 ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდში პირველად მოხვდა.
ფინეთის ნაკრების ლიდერმა და იუტას კალათბურთელმა - ლაური მარკანენმა, საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ, ჩვენს ნაკრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მოულოდნელი არ იყო ქართველების უხეშობა.
"ქართველებმა საკმაოდ კარგი მატჩი აჩვენეს - მიუხედავად დიდი სხვაობით გაქცევებისა, ჩვენ თავს მშვიდად მაინც არ ვგრძნობდით, რადგან მათ თამაში დაბრუნება რამდენჯერმე შეძლეს.
რაც შეეხება მათ უხეშობას - მათ უბრალოდ ხელი არ შევუშალეთ, რომ სისულელეები ეკეთებინათ... ვიცოდით, რომ ქართველები ფიცხები არიან და არ იყო გამორიცხული, რაღაც მომენტში ემოციები ვეღარ მოეთოკათ, ასეც მოხდა..." - ლაური მარკანენი
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა.
შედეგად, ორივე ნახევარფინალური წყვილი ცნობილია:
საბერძნეთი - თურქეთი
გერმანია - ფინეთი
მატჩები პარასკევს, 12 სექტემბერს გაიმართება.