Belive

"კონტრაქტის გახანგრძლივება პოპოვიჩმა პირადად მთხოვა" - სანდრო მამუკელაშვილი

9 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ "სან ანტონიოში" სანდრომ  19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

კორტზე ნაჩვენები ბრწყინვალე უნარებიდან გამომდინარე, "სან ანტონიო სპურსმა" მამუკელაშვილს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა. ფრენჩაიზის მიერ შეთავაზებულ ერთწლიან კონტრაქტს, მამუკელაშვილი სიამოვნებით დათანხმდა და ქართველმა ცენტრმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

NBA-ის საზაფხულო ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, მამუკელაშვილი "სპურსის" მატჩებს დაესწრო და San Antonio Express News-ს საინტერესო თემების შესახებ ესაუბრა.

"ფრენჩაიზთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, პირადად გრეგ პოპოვიჩი დამიკავშირდა. რა თქმა უნდა, ამ გარემოებით უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან მის ზარს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ძლიან მინდოდა, რომ ჩემი მწვრთნელი ყოფილიყო, მასთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. გუნდში იდეალური ატმოსფეროა. ერთად ყოფნა ძალიან მოგვწონს და ვცდილობთ ერთმანეთს მუდამ დავეხმაროთ. ნამდვილად სასიამოვნოა ასეთ გუნდურ გარემოში ყოფნა. გუნდში მოტივირებული მოთამაშეები გვყავს, რომელთან წარმატების მიღწევა სურთ", - სანდრო მამუკელაშვილი

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი NBA-ში პირველად “ინდიანაში” აღმოჩნდა, როცა ის 54-ე ნომრად აირჩიეს. ამის შემდეგ სანდრო “ბაქსში” წავიდა, სადაც ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა. საბოლოოდ, “მამუ” “სან ანტონიოს” რიგებში აღმოჩნდა, სადაც ფეხი კარგად მოიკიდა და ამაზე მის მიერ დაფიქსირებული შედეგებიც კარგად მეტყველებს.

სხვა სტატიები