Belive

მამუკელაშვილის სან ანტონიომ ბითაძის ორლანდო დაამარცხა

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს NBA-ის პრე-სეზონის შეხვედრაში ერთმანეთს სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდები დაუპირისპირდნენ.

,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,ორლანდო მეჯიქს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 107:97 დაამარცხა.

დღევანდელ მატჩში გოგა ბითაძე ,,ორლანდოს'' ძირითად ხუთეულში იყო, სანდრო მამუკელაშვილი კი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

გოგამ 22 წუთში 8 ქულა, 11 მოხსნა ( მატჩში ყველაზე მეტი) და 3 დაფარება (ყველაზე მეტი საკუთარ გუნდში) მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება მამუკელაშვილს, სანდრომ პარკეტზე 17 წუთამდე გაატარა, რა დროშიც 9 ქულას, 4 მოხსნას, 1 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მამუმ 6-დან 3 სამქულიანის ჩაგდება შეძლო.

,,სან ანტონიო'' პრე-სეზონის მომავალ შეხვედრას 13 ოქტომბერს, ,,იუტა ჯაზის'' წინააღმდეგ გამართავს. ,,ორლანდო'' კი 19-ში ,,ფილადელფიას'' დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები